შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, როდესაც ემოციები ჭარბობს პოლიტიკურ დებატში, ყველა წუხს, ასეთი ატმოსფერო პარლამენტის დარბაზში არავის სიამოვნებს, ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები თავიდან

დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ბატონმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ეს არავისკენ ინდივიდუალურად მიმართული არ იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს პარლამენტში ბექა ოდიშარიას მხრიდან შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, მსგავსი ატმოსფერო პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავის სიამოვნებს და უნდა იზრუნონ იმაზე, თუ როგორ აირიდონ დაძაბულობა თავიდან.

„დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით ბატონმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ ეს არავისკენ ინდივიდუალურად მიმართული არ იყო. მან წუხილიც გამოთქვა იმაზე, თუ ვინმემ მისი კომენტარი ინდივიდუალურად მიიღო. სამწუხაროდ, როდესაც ემოციები ჭარბობს პოლიტიკურ დებატში, საბოლოოდ ყველა წუხს. ასეთი ატმოსფერო პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავის სიამოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავიცილოთ მსგავსი ინციდენტები თავიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება