შალვა პაპუაშვილი - დღეს, ჩვენ ვხედავდით ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ, ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, ეს ზუსტად ის ორგანიზაციები არიან, ვინც  უარს ამბობენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე

შარშან ჩვენ, ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში იქნებოდა გამჭვირვალე და მოგვატყუეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.­

მისი თქმით, არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი დაფინანსების გასაჯაროებაზე.

„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიან სპეციფიკური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მქონდა კომუნიკაცია ხანდახან პირდაპირ დონორთან, ხანდახან სხვადასხვა სახელმწიფოსა და დიპლომატიური წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ არის აბსოლუტურად ყრუ კედელი. არ აპირებენ ეს ორგანიზაციები, რომ ქართულ საზოგადოებას გაუმხილონ, რაში ხარჯავენ საქართველოში ფულს. ეს არის ფაქტი და ეს არის დღეს რა რეაქციასაც ვხედავთ ზოგიერთი ორგანიზაციისგან, რომლებიც ზუსტად ამ ფონდებისგან ფინანსდებიან. დღეს ვისაც ვხედავდით ჩვენ, ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, არიან ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ ფონდებიდან ფინანსდებიან, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი ფინანსების გასაჯაროებაზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება