გიორგი ვაშაძე - მივმართავ ივანიშვილის პარტიას და პირადად ბიძინა ივანიშვილს: მართლა რა დღეში ხართ ხალხო? რა გინდათ ამ ქვეყნისგან? დაანებეთ საქართველოს თავი და დაგვანებეთ თავი - საზოგადოება უნდა გაერთიანდეს!

მივმართავ ივანიშვილის პარტიას, პირადად, ბიძინა ივანიშვილს. მართლა რა დღეში ხართ ხალხო? რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილის პარტიამ? - რა გინდათ ამ ქვეყნისგან? რუსული კანონი ხომ პირდაპირი გზავნილია, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი “ქართული ოცნების” ბედს გადაწყვეტს.

“მივმართავ ივანიშვილის პარტიას, პირადად, ბიძინა ივანიშვილს. მართლა რა დღეში ხართ ხალხო? რა დღეში ჩაგაგდოთ ივანიშვილის პარტიამ? პარტიის ყველა წევრს ვეუბნები. ანტიქართული ქმედებები როდემდე უნდა გააგრძელოთ? რუსული კანონი ხომ პირდაპირი გზავნილია, რომ თქვენ ევროკავშირი არ გინდათ? გზავნილია, რომ არ გაინტერესებთ საქართველოს განვითარება, მისი ევროკავშირში ინტეგრაცია. თქვენ გინდათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გამდიდრდეთ და ხალხი გაღარიბდეს. გინდათ, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ თქვენთვის არსებობდეს, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გაგივათ. გასულ წელს ერთხელ ხომ უკან წაგაღებინათ ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა. წელს, 26 ოქტომბერს არის არჩევნები, სადაც საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და თქვენ ძალიან მძიმე ადგილს მოგიჩენთ. ხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, აშშ-დან, ევროკავშირიდან ყველა გაოცებულია და შოკშია. როდემდე უნდა გააგრძელოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა, როდემდე უნდა გააგრძელოთ ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი?

ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ მივმართავ, რა გინდათ ამ ქვეყნისგან? დაანებეთ ამ ქვეყანას თავი, დაგვანებეთ თავი. საზოგადოებას მივმართავ, უნდა გავერთიანდეთ”,-განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება