„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს წარედგინა, ბიურო კი მას დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა, ბიურო კი მას დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადასცემს.

მას შემდეგ, რაც აღნიშნული კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას გადაამოწმებს და დადგენილებას გამოსცემს, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება.

ამ საკითხზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და განმარტა, რა ვადებითა და პროცედურების დაცვით განიხილავენ კონსტიტუციური კანონის პროექტს.

„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს მაქსიმუმ 1 კვირა, რათა ხელმოწერები გადაამოწმოს და დადგენილების პროექტი მოამზადოს, რომელსაც შემდეგ სასესიო კვირაში განვიხილავთ. ამ დადგენილებით შევქმნით სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ექნება 1 თვე იმისთვის, რომ ჩაატაროს ეს შეხვედრები. ბოლოს, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია პარლამენტს მოახსენებს, რა არის განხილვების შედეგი. პარლამენტი კომიტეტებს და პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს კონსტიტუციური კანონის პროექტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერით “ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ დაინიცირდა. დარეგისტრირებულია ორი საკონსტიტუციო ინიციატივა.

„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია