დავით მათიკაშვილი - ვერც ოპოზიცია, ვერც NGO სექტორი და ვერც მათი მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევა და ტყუილის პროპაგანდირებას ვერ შეძლებს

ვერც ოპოზიცია, ვერც NGO- სექტორი და ვერც მათი მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევა და ტყუილის პროპაგანდირებას ვერ შეძლებს - ტყუილია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი რაიმე ფორმით არის რუსული! - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, რომელიც უმრავლესობამ პარლამენტში ხელახლა დააინიცირა, „არის ქართული კანონი ევროპულ მაგალითზე შექმნილი".

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, „პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედმა NGO სექტორმა გამოააშკარაოს დამალული დაფინანსების წყაროები, რაც აქამდე მიჩქმალული იყო".

„ჩვენს ქვეყანაში NGO სექტორის საქმიანობა არის სრულიად გაუმჭვირვალე. ტყუილია ის, რომ მათი საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა, რადგან ისინი დეკლარაციებს აბარებენ. თუკი დღგ-ს მოხსნას არ ითხოვს, მათ დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ და მხოლოდ თანხები და სხვა არაფერი - არც თანხების წარმომავლობა და არც ადრესატი. ამასთან, საგადასახადო სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები არის საგადასახადო საიდუმლოება და ის საზოგადოებისთვის არის სრულიად უცნობი. მაშინ როცა გვაქვს სრულიად გამჭვირვალე ბიუჯეტი და სრულიად გამჭვირვალეა პარტიებისა და პოლიტიკოსების საქმიანობა და დეკლარაციებში აისახება, NGO სექტორის საქმიანობა მთლიანად დაფარულია ბურუსით.

ტყუილია, რომ კანონპროექტი ყველას ეხება. ეხება მხოლოდ იმ „ენჯეო“ სექტორსა და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსებაც 20 პროცენტით და მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ცვლილებები არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, ფერმერებს, ემიგრანტებს, შშმ პირებს, ინდმეწარმეს, კომერციულ ორგანიზაციებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია