გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წევრებს - თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! - ხმა ჩაიგდეთ!

თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! - ხმა ჩაიგდეთ! შენი მასწავლებლობა არავის სჭირდება, - ეს სიტყვები დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ლელოს" წევრების მისამართით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა.

მან ასევე მიმართა სალომე სამადაშვილს, რომ არის "რუსეთის შემომყვანი".

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირებით მიმდინარეობს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე "გირჩის"მიერ მომზადებული პროექტის განხილვა.

პარლამენტი "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

პროექტს "ქართული ოცნების" უმრავლესობა უჭერს მხარს.

პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, "საარჩევნო კოდექსში" სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება