ხატია დეკანოიძე სანდრო რაქვიაშვილს - ეთანხმებით თუ არა მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“ - შეიძლება თუ არა კოლეგები დაუკავშირო ჰარემს, უნდა გამცეთ პასუხი

ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“ - გუშინ ემოციური დღე იყო, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „გირჩის“ დეპუტატს სანდრო რაქვიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გუშინ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.

„აღარ ვაპირებ განხილვაში სერიოზულად შესვლას. ერთადერთი, თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელიც თანასწორობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით ქალების თანასწორობაზე, მაინტერესებს, ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“.

ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს“ დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით. ვფიქრობ, გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ემოციური, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა. შეურაცხყოფა, ისმოდა. არ მგონია, ეს არანაკლებია, რაც მეგრელიშვილმა იკადრა, ვიდრე ის გამონათქვამები, რომელიც გვესმოდა, თუნდაც უმრავლესობის წევრების მხრიდან. მაინტერესებს თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც დედა გყავთ, ალბათ და, გოგო შვილი, იმ ადამიანებს, ქალებს, ახალგაზრდებს რომ უთხრათ, შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო „ჰარემს“, შემდეგ გამოხვიდეთ და აქ თანასწორობის სახელით ისაუბროთ. უნდა გამცეთ პასუხი: „კი შეიძლება“, ან „არა, არ შეიძლება“.

თურმე, საპირისპირო სქესის კოლეგების ვიზუალური სექსუალური აღქმა უნდა იყოს. მაგალითად: „მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს“. ეს მისაღებია ქალი კოლეგების მიმართ?!-აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია