ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა

ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა.

კრიშიანის კარინში რამდენიმე დღის წინ, ომისთვის მზადების შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბელარუსმა, როგორც ჩანს, უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა. ლუკაშენკომ, როგორც ჩანს, მოსკოვს ქვეყანა მთლიანად გადასცა. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამწუხაროდ, დამოუკიდებელ ბელარუსს ვეღარ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ ბელარუსს, რომელსაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს.

ამიტომ, რიტორიკა, რომელიც მინსკიდან მოდის, ჩემი აზრით, არის რიტორიკა, რომელიც წყალს ამღვრევს“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს