სოზარ სუბარი ოპოზიციას - მოვისმინეთ განცხადებები: „ქალების პოლიტიკიდან განდევნა“, „ქალების პოლიტიკური მკვლელობა“ და კიდევ ბევრი - ხაზარაძის მაგივრად სამადაშვილი აირჩიეთ, გახარიას ნაცვლად მეზვრიშვილი, ხაბეიშვილის ნაცვლად წითლიძე, თუ გინდათ სიებში 120% ჩაწერეთ ქალები

რა გინდათ, რატომ გინდათ ეს კანონის დონეზე დაარეგულიროთ, როდესაც თქვენს პარტიებში შეგიძლიათ გაატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც სწორად მიგაჩნიათ? - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ საუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, კანონი ნეიტრალური უნდა იყოს და პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, საარჩევნო სიაში ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა.

„ხმამაღალი განცხადებები იყო: "ქალების პოლიტიკიდან განდევნა", "ქალების პოლიტიკური მკვლელობა", რა ვიცი, კიდევ ბევრი. უბრალოდ, მართლა, მოგიწოდებთ, გუშინ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, მაგალითად, ხაზარაძის მაგივრად სამადაშვილი აირჩიეთ, გახარიას ნაცვლად მეზვრიშვილი, ხაბეიშვილის ნაცვლად წითლიძე, თუ გინდათ [საარჩევნო სიებში] 120% ჩაწერეთ ქალები და იქნებით კარგად წარმოდგენილები პარლამენტში. კანონი კი ნეიტრალური იყოს. ყველას ექნება საშუალება, ვიღაცა ჩაწერს ქალებს, ვიღაცა ჩაწერს კაცებს, ვიღაცა შერეულს. მარტივად არის საქმე“, - განაცხადა სოზარ საუბარმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია