შალვა პაპუაშვილი სალომე სამადაშვილს - სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა, თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! - წამების სისტემას როგორ შექმნიდით, თუ ადამიანს ადამიანად აღიქვამდით?!

სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა, თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! - თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ, რაც სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „არსებად“ მოიხსენია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამადაშვილის განცხადებაში შეურაცხმყოფელიც ბევრი რამ იყო, თუმცა ის, რაც ადამიანის ღირსებას ეხება, უმთავრესია.

„თქვენ თქვენს სიტყვაში ადამიანი მოიხსენიეთ არსებად. თქვენი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე გასაგებია, რომ თქვენთვის ადამიანი არაფერს ნიშნავს, დარწმუნებული ვარ, ასე ფიქრობთ, დარწმუნებული ვარ, სხვები არსებებად მიგაჩნიათ. სხვა ადამიანები არსებებად რომ მიგაჩნიათ, ეს გასაკვირი არაა. თქვენი პოლიტიკური წარსული ხომ ამას აჩვენებს?! აბა, იმ წამების სისტემას როგორ შექმნიდით, თუ ადამიანს ადამიანად აღიქვამდით?! თქვენ ხომ ადამიანის ღირსების უარყოფაზე დგახართ. ეს მომენტი მინდოდა შემეხსენებინა, ვინაიდან ეს არის ღირსების შემლახველი. შეურაცხმყოფელიც ბევრი იყო, მაგრამ ადამიანის ღირსება უმთავრესია, როდესაც ადამიანს გონებაში აღიქვამთ არა ადამიანად, თავისი ადამიანური ღირსებებით, არამედ უწოდებთ ბიომასებს და ა.შ. - გვახსოვს თქვენი ჯგუფიდან ასეთი სიტყვები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან გუშინდელი განცხადების გამო ბექა ოდიშარიას ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა, მას „არსება“ უწოდა.

„250 000 ქართველი თქვენი პოლიტიკის შედეგად ამ ქვეყნიდან წავიდა, მათთან, დიასპორასთან ურთიერთობები ჩაბარებული აქვს აი, ამ არსებას, მე არ ვიცი, რა უნდა ვუწოდო მას, რომელმაც გუშინ, საქართველოს პარლამენტში წარმოუდგენელი რამ იკადრა. მოვითხოვ, მან ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ვიცოდეთ, რა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, რომ მოიხმარს, ამაში ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ, მაინტერესებს, რას მოიხმარს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია