ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი, თქვენ გაგზომათ თქვენმა ტექსტებმა - „გირჩებს“ რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ

მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად - ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან, კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ, - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, დეპუტატმა პარტია „გირჩის“ წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი „ბოლომდე ლუსტრირდნენ და შეუძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელონ“.

„რასაც ეს ორი დღეა ამ დარბაზში ვუყურებთ, თითქოს კვოტებზე დავას, ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხს და კვოტებს გასცდა. მაგრამ კარგია, ძალიან მნიშვნელოვანი ლუსტრაცია მოხდა ყველასი სათითაოდ და ჯგუფურად. აქ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზეც აღარა არის საუბარი და 4-ში ერთ ქალზე, რომელზეც ყველამ არასწორად გაიგეთ. კანონში 4-ში ერთი არ წერია. აქ გამოჩნდა საერთოდ, როგორ უყურებთ და საერთოდ როგორ აღიქვამთ საკუთარი ოჯახის წევრ ქალებს, საკუთარ თანაგუნდელ ქალებს, პარლამენტის თანამშრომელ ქალებს და ზოგადად, ქალებს ამ საზოგადოებაში. როგორ აღიქვამთ, რად მიგაჩნიათ [ქალები]. მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად. დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი. ნუ „გირჩებს“ რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ. გასაგებია უკვე სად არის თქვენი ადგილი. ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც. გავიგეთ, როგორც ვუყურებთ ყველა ქალს ამ საზოგადოებაში. სად დაიმალა, რომელ სოროშია? რატომ ვერ გამოგყავთ თქვენი ფალავანი? არა უშავს, ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს, ვერც გაგვაჩუმებს, ვერც შეგვაჩერებს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია