ნანა ტოხვაძე - ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ერქმევა ხელფასი და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, ბაღის თანამშრომლებისთვის

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ხელფასი ერქმევა და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნანა ტოხვაძემ პარტიის ოფისში საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, ეს არის პრაქტიკულად ამ ადამიანების შიმშილისთვის გაწირვა.

„დღეს შევხვდით საჯარო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმსაც კი სახელმწიფოსგან ვერ იღებენ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ხელფასი ერქმევა და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, ბაღის თანამშრომლებისთვის და რატომ იცლება ქვეყანა და რატომ გარბიან ადამიანები ამ ქვეყნიდან?! - ამიტომ, რომ 300 ლარს დღევანდელ, გაძვირებულ ცხოვრებაში არ შეიძლება ერქვას ანაზღაურება. ეს არის პრაქტიკულად, ერთი მხრივ, ამ ადამიანების გაწირვა შიმშილისთვის და ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ, არსებობისთვის ბრძოლა, მაშინ როცა 40 ბავშვიან ჯგუფებში ამ ადამიანებს დილიდან - საღამომდე უწევთ მუხლჩაუხრელი შრომა და ჩვენი მომავალი თაობის სამსახური. ამისთვის ივანიშვილის პარტია და ხელისუფლება სთავაზობს 300-350 ლარიან დამცინავ, მიზერულ ანაზღაურებას“, - განაცხადა ტოხვაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე