თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის პარტია „რუსული კანონის“ რეინიცირებას ახდენს, ქალებს დევნის პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, იძულებით ემიგრაციაში - მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას, არსებობდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ველზე

ივანიშვილის პარტია „რუსული კანონის“ რეინიცირებას ახდენს; ქალებს დევნის პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში და მივესალმები პრეზიდენტის მხრიდან ძალისხმევას, რომ არსებობდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

“მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ჩავარდნილი „რუსული კანონის“ რეინიცირებას ახდენს, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ძალისხმევა. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პარლამენტიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან იძულებით ემიგრაციაში, ასევე მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია ქალების და არამარტო ქალების, არამედ მთელი პოლიტიკური ველის. ასე რომ, მივესალმები პრეზიდენტის მხრიდან ძალისხმევას, რომ არსებობდეს მაქსიმალური კონსოლიდაცია პოლიტიკურ ველზე ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტერესების დასაცავად.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება