პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო

პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათვე ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა და მას ასევე პარაგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, რაულ ლუის ლატორე მარტინესი ესწრებოდა.

„შეხვედრაზე პრეზიდენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პარაგვაიში მიესალმა, რომელიც პირველად განხორციელდა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდგომ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ხაზი საერთო ღირებულებებს გაუსვეს, რომელსაც საქართველოსა და პარაგვაის ურთიერთობები ეფუძნება და გამოთქვეს მზაობა, გაააქტიურონ მუშაობა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების განსამტკიცებლად. მხარეებმა ისაუბრეს ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს რეგიონული როლით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით.

ქართულმა მხარემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლოდ თანამშრომლობის აქტუალურ სექტორებზე. ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონული და სატრანზიტო როლის გათვალისწინებით, გამოითქვა მზაობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის სფეროში, განათლების და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას. პარაგვაის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პარაგვაის პრეზიდენტმა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევა საქართველოში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის