ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტთან შეხვედრაზე კონკრეტულ პარტიულ და პოლიტიკურ კონფიგურაციაზე არ გვისაუბრია - მთავარი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა დასრულდეს მოქალაქეების გამარჯვებით, ეს იყო ყველას კონსენსუსი

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით უნდა დასრულდეს. როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, შეხვედრაზე კონკრეტული პარტიების კონფიგურაციაზე საუბარი არ ყოფილა.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა პარლამენტში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და იმ სერიოზულ საფრთხეს, როგორიც არის ევროკავშირის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი, "რუსული კანონის" დაინიცირებით, ქალებზე თავდასხმა. შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერზე, ამ სიბინძურეზე, საქართველოს მოქალაქეების უგულებელყოფაზე, როდესაც ჩვენი ნაკრები იმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატზე გადის, "ქართული ოცნება" ამას უპირისპირებს რუსულ კანონმდებლობას, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი უნდა იყოს-გამარჯვება არჩევნებზე. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ის გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ინტეგრაციისთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. კონკრეტულ პარტიულ და პოლიტიკურ კონფიგურაციაზე ნამდვილად არ გვისაუბრია. მთავარი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით, ეს იყო ყველას კონსენსუსი",-განაცხადა დეკანოიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს