სალომე სამადაშვილი - მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას და ქვეყანაში რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე

ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროპული დღის წესრიგის გარშემო - მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას და ქვეყანაში რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“, პარტნიორებთან ერთად, არჩევნებამდე და არჩევნებზე, იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავდეს.

„კიდევ ერთხელ და ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის დავალებით ასრულებს მთავარ დაკვეთას, რომ არ მოხდეს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა. ამ „რუსული კანონის“ ამოცანა არის ის, რომ შეაფერხოს ევროკავშირთან ყველანაირი პროგრესი. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროპული დღის წესრიგის გარშემო. პრეზიდენტმა ეს პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო და „ლელო“ აქტიურად ჩაერთო. „ლელოს“ პოზიცია მარტივია - ევროპული დღის წესრიგის გარშემო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ოღონდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას, რუსული მმართველობის დასრულებას ქვეყანაში, მივაღწევთ არჩევნებზე. მინდა საზოგადოებას შევპირდე, რომ „ლელო“, პარტნიორებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, არჩევნებამდე და არჩევნებზე, იბრძოლებს იმისთვის, რომ პროევროპული ხელისუფლება გვყავდეს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე