არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილი უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს პოზიციას საკითხებზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სჭირდება - ამით არის განპირობებული, რომ სწორედ მასთან იკრიბებიან, როდესაც მცდელობა აქვთ, მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ

რადიკალური ოპოზიციის ხაზია, სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ შეხვედრას.

თალაკვაძის თქმით, არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელიც სჭირდება “რადიკალურ ოპოზიციას.”

“არაერთხელ გვითქვამს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერი, არ აქვს მომავლის დღის წესრიგი და არ ჰყავს გუნდი, რომელსაც შეუძლია რაიმე პასუხისმგებლობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე და ამოცანებზე აიღოს და რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი ხაზი და პროცესი, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მართავენ არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ეს მოცემულობა დღეს უკვე სახეზეა. საერთო დღის წესრიგის, იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც პირდაპირ იმეორებს ოპოზიციის დამოკიდებულებას და შეფასებებს, ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან მიმართებით. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ამ უნიათო ოპოზიციაზე მკვეთრად აფიქსირებს თავის პოზიციას იმ საკითხებზე, რომელიც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას. სწორედ ამით არის განპირობებული და არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მასთან იკრიბება რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის, როდესაც მათ აქვთ მცდელობა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მორიგი დესტაბილიზაცია მოაწყონ”, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ამავე საკითხზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიცია აღარ არის ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიცია პარლამენტში. მისივე განმარტებით, პარლამენტს გარეთ ოპოზიციური პარტიები უკვე დგანან ქვეყნის ოპოზიციაში და ებრძვიან საკუთარ ქვეყანას.

“ეს არ არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელზეც თავისი დესტაბილიზაციის და არეულობის გეგმების დაფუძნებას ცდილობს რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ახლაც ეცდებიან იმავეს. ჩვენ უკვე ცხადად ვხედავთ, რომ ეს ოპოზიცია აღარ არის ხელისუფლების და მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიცია პარლამენტში. პარლამენტს გარეთ ისინი უკვე დგანან ქვეყნის ოპოზიციაში და ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. საკუთარი ქვეყნის ოპოზიციად გადაიქცა ეს რადიკალური ბანაკი და რა თქმა უნდა, ნებისმიერ ინიციატივას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის, ისინი იყენებენ და გამოიყენებენ მომავალში”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს “ორბელიანების სასახლეში” შეხვდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს