Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, საპენსიო სააგენტომ ხუთი წლის საინვესტიციო შედეგები წარადგინა, რომელსაც მთავრობიდან და ფინანსური სექტორიდან 200-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დიკუსია, სადაც გალტ & თაგარტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საპენსიო სააგენტოს ხუთი წლის საინვესტიციო შედეგების ღონისძიებაში და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან ერთად კაპიტალის ბაზრები და საინვესტიციო პერსპექტივები მიმოვიხილეთ. როგორც ღონისძიებაზე აღვნიშნე, ობლიგაციების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელი ამ კუთხით რეკორდული იყო და ბაზარზე 1.1 მლრდ ლარის ობლიგაციები განთავსდა, რაც გაოთხმაგებული შედეგია ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამის მიზეზი ის ხელსაყრელი პირობებია, რომელსაც ობლიგაციების ბაზარი სთავაზობს როგორც ემიტენტებს, ისე ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ გამოშვებული ობლიგაციების 30% ლარშია დენომინირებული და იმედი გვაქვს ეს წილი მზარდი იქნება მომდევნო წლებში“, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა.

გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, კონფერენციაზე მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკაში სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პერსპექტივები, მათ შორის განათლების, IT-ის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და სხვა დარგებში მიმდინარე ტენდენციები.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ტრადიციულად დამოკიდებულია უცხოურ დანაზოგებზე. შესაბამისად, საპენსიო რეფორმა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება ადგილობრივი დანაზოგებით მოხდეს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია