საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ, მილიარდ ლარს გადააჭარბა

როგორც მოგეხსენებათ, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ, მილიარდ ლარს გადააჭარბა და ჯამურად საპენსიო აქტივების მოცულობამ 4.8 მლრდ ლარი შეადგინა. დამეთანხმებით, რომ ასეთ მასშტაბურ შედეგს არავინ ელოდა და მეტიც, დასაწყისში ბევრი სკეპტიკურადაც იყო განწყობილი რეფორმის მიმართ , - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ ხუთწლიანი საინვესტიციო შედეგების შეჯამების პანელური დისკუსიის გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წლების მანძილზე ქვეყანამ გაიარა - პანდემია და მსოფლიო ეკონომიკური რყევები. მიუხედავად ამ რთული გამოწვევებისა, საპენსიო სააგენტომ პროფესიონალი უცხოელი კოლეგების, სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო სამსახურის და სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობით დღეს არსებულ შედეგებს მიაღწია.

გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შემდეგ, საპენსიო სააგენტო პირველი საჯარო ორგანიზაციაა, რომელიც, სულ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ბანკის ხაზინის, რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამას შეუერთდა. ჩვენ, მზად ვართ, გავიზიაროთ მსოფლიო ბანკის გამოცდილება საჯარო აქტივების მართვის საკითხებში, რაც თავის მხრივ, საპენსიო სააგენტოს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მოწვეულ 200-მდე სტუმარს შეახსენა, რომ ჯერ კიდევ შარშან საპენსიო სააგენტო ISO 27001 სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა, რაც მონაწილეთა შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, მთლიანობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„პერმანენტულად განვაგრძობთ სიახლეების დანერგვას და საპენსიო სააგენტოს სერვისების გაციფრულებას. ჩვენი ამოცანაა, დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეულ მონაწილეს გავუმარტივოთ ელექტრონულ სისტემაში საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ მათ ინტერესებზე მორგებული მომსახურება", - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

მან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, საინვესტიციო საბჭოს წევრებს, სამეთვალყურეო საბჭოს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუდმივად აშუქებენ საპენსიო სააგენტოს სიახლეებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის