ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების ანგარიშის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესების შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გახსნა, რომელმაც გასულ წლებში საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, მიღწევები და გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა.

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საპენსიო ფონდის წარმატებაზე მიანიშნებს როგორც ციფრები, ასევე ნდობა, რაც საპენსიო სისტემამ მოსახლეობაში მოიპოვა.

"მოხარული ვარ, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საპენსიო სისტემის მიმართ მაღალი ნდობის მოპოვებაში. სწორედ ნდობაზეა დაფუძნებული საპენსიო სისტემის წარმატება ნებისმიერ ქვეყანაში და მით უფრო საქართველოში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, წმინდა კონტრიბუციებისა და გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად საპენსიო აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 4.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ის 5.8%-ს უტოლდება.

ნათია თურნავას თქმით, გარდა მოსახლეობისთვის გაზრდილი საპენსიო შემოსავლის უზრუნველყოფისა, საპენსიო სააგენტოს რესურსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.

"საპენსიო სააგენტო უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია კაპიტალის ბაზარზე, რომლის რესურსი უმეტესად ლარში დენომინირებულ ინსტრუმენტებში განთავსდება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, როგორც დაფინანსების ალტერნატიულ წყაროზე. ვგეგმავთ ლარში დენომინირებული ინსტრუმენტების განვითარებას, რაც საინტერესო იქნება საპენსიო სააგენტოსთვისაც", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ცნობით, მან საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობის მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა, რაც ნდობის კიდევ უფრო ამაღლებას ისახავს მიზნად.

"ჩვენს გუნდს საკმაოდ კარგი გეგმები და მუდმივი კომუნიკაცია აქვს საინვესტიციო საბჭოსთან. ვფიქრობთ, საკანონმდებლო დახვეწის პროცესში გავაფართოოთ ჩვენი ზედამხედველობის მანდატი და საპენსიო სააგენტოს შევხედოთ როგორც კორპორაციულ სტრუქტურას. ვგეგმავთ ჩვენმა ზედამხედველობამ დაფაროს სხვა საკითხებიც, მაგალითად საოპერაციო რისკები, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდეგ. ეს კიდევ უფრო აამაღლებს ნდობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პროცესების ხუთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა