პაატა ბურჭულაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე - ამის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც ეს კანონია, ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში ზის

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც არის ეს კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში, - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, ის დღევანდელ შეკრებაზე არა მხოლოდ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მივიდა, არამედ ის მომხრეა ყველა მოსამართლე კეთილსინდისიერებაზე შემოწმდეს.

“ჩემი აქ მოსვლის მიზეზი მარტო ისე კი არ უნდა დაანონსდეს, რომ „არა რუსულ კანონს“, არამედ ყველა მოსამართლე კეთილსინდისიერებაზე უნდა შემოწმდეს. ნუ გვაშინებენ, რომ დატოვებენ თავიანთ სამსახურს. თუ დატოვებენ სამსახურს, ე.ი. ეშინიათ საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმების. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მოსამართლეები.

აქ მოვედი იმიტომ, რომ აქ ვიყავი შარშანაც, როდესაც იყო მარტის გამოსვლები. ჩვენ, ყველამ არ მივეცით ხელისუფლებას უფლება, რომ მიეღო რუსული კანონი და დღეს ისევ უნდათ მიღება. ამის მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან რუსეთში, სადაც არის ეს კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი ზის ციხეში. ასეთი რამ საქართველოში არ უნდა მოხდეს”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს