Human Rights Watch-ი - საქართველოს მმართველი პარტია ძალიან სადავო რუსული სტილის კანონპროექტის ხელახლა წარდგენას გეგმავს - გადაწყვეტილება მის ევროკავშირში ინტეგრაციას რისკის ქვეშ აყენებს

აქამდე ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესში წინ წევდა რეფორმებზე შეზღუდული პროგრესის მიუხედავად, “უცხოურ აგენტებზე” კანონს შეუძლია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჩაშალოს.

ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორის, ისკრა კიროვას განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მიუხედავად ოფიციალური პირების განაცხადისა, რომ კანონები “გამჭვირვალობას” ზრდის, მათი კომენტარები ცხადყოფს, რომ კანონები კრიტიკული ხმების სტიგმატიზებისთვისა და დასჯისთვის იქნება გამოყენებული.

“საქართველოს მმართველი პარტია ძალიან სადავო რუსული სტილის “უცხოური აგენტების” კანონპროექტის ხელახლა წარდგენას გეგმავს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მიღების შემთხვევაში, კანონები, რომელიც წინა წელს მასიური პროტესტების ფონზე უკან გაიწვიეს, უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მოსთხოვს “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირებას. ეს მათ დამატებითი შემოწმებებისა და სანქციების, მათ შორის სისხლის სამართლის სასჯელების სუბიექტად გახდის. ოფიციალური პირების თქმით, კანონები “გამჭვირვალობას” ზრდის, მაგრამ მათი განცხადებები ცხადყოფს, რომ კანონები კრიტიკული ხმების სტიგმატიზებისთვისა და დასჯისთვის იქნება გამოყენებული.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმის საფუძველზე, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის პირობები გაუმჯობესდებოდა. ეს გადაწყვეტილება მის ევროკავშირში ინტეგრაციას რისკის ქვეშ აყენებს, მაშინაც კი, რომ ევროკავშირი აქამდე მზად იყო გაწევრიანების პროცესში ქვეყანა წინ წაეწია ევროკავშირის პრიორიტეტულ რეფორმებზე შეზღუდული პროგრესის მიუხედავად”, - წერს კიროვა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება