ეკა გიგაური - მთავრობას უნდა, მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვოს - ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ, რაც ევროპის გზაზე პრობლემას შეგვიქმნის

მთავრობა დასავლურ სივრცეზე უარს ამბობს და უნდათ, რომ ჩვენ, საქართველო, ჩვენი მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი იმიტომ დააინიცირა, რომ მათ არ სურთ, მოსახლეობამ რეალურ პრობლემებზე, მაგალითად, კორუფციაზე ისაუბროს.

როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ეყოლებოდა მთავრობა, რომელიც ქვეყნის მეგობრებს „ასე მოექცეოდა“.

„ხელისუფლებას [უცხოური გავლენის] გამჭვირვალობის შესახებ კანონი იმიტომ შემოაქვს, რომ პირველ რიგში პრობლემებზე საუბარი აღიზიანებთ. ასევე, მათ ცხრა დათქმა აქვთ შესასრულებელი და ცდილობენ ყველა პრობლემას თავი აარიდონ. ასეთი პრობლემაა, მაგალითად, აღვირახსნილი კორუფცია, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში კარგად ჩანს, ასეთივეა სასამართლო. გვყავს მოსამართლეები, რომლებიც გამდიდრდნენ, კარგად მოიწყვეს ცხოვრება და ახლა რატომღაც მათ გამო ჩვენ ევროკავშირზე უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ ვართ ასეთი მოსამართლეების მსხვერპლები როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს. რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას არ სურს, რომ ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ.

დასავლეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, მეტ ქვეყანაში ცხოვრობდეს ხალხი კარგად. შემდგომში ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მარტივი და გასაგები ხდება. ჩვენც გვინდა ამ დასავლური სივრცის ნაწილი ვიყოთ. მთავრობას ამაზე უარის თქმა უნდა? ალბათ, ასეა და უნდათ რომ ჩვენ, საქართველო, ჩვენი მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს ეყოლებოდა მთავრობა, რომელიც საქართველოს მეგობრებს ასე მოექცეოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის მთავარი ევროპაა, მისკენ უნდა წავიდეთ და ყველაფერს უნდა შევეწინააღმდეგოთ, რაც ამ გზაზე პრობლემას შეგვიქმნის“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება