რუსი გუბერნატორის მდგომარეობა, რომელიც დანით დაჭრეს, მძიმეა

რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ჩიბისის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აპატიტში შეხვედრის შემდეგ დანით თავს დაესხნენ, მძიმეა, ის რეანიმაციაშია, - ინფორმაციას რუსული მედია საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მურმანსკის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა განმარტა, რომ ჩიბისს ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, მურმანსკის ოლქის ქალაქ აპატიტში გუბერნატორს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. ის ჩინოვნიკს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კულტურის ცენტრიდან გამოსვლისას მიუახლოვდა და ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია, დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს