გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტ პეტრა ენგელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტ პეტრა ენგელს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ფორმებს შორის in-situ, ex-situ,on-farm კავშირის გაძლიერება” მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, იური ნოზაძემ მცენარეთა გენეტიკური რესურსების აღდგენა-კონსერვაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება, ამ პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლზე გაამახვილა.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ამ კუთხით ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

პეტრა ენგელის განცხადებით, საქართველოს სურსათის წარმოებისა და სოფლის მეურნეობისთვის მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწევრიანება მნიშვნელოვანი პროგრესია, რაც, პროექტთან ერთად, ხელს შეუწყობს ქვეყნის მდიდარი მცენარეული გენეტიკური რესურსის დაცვასა და მართვას.

სწავლებების და ექსპედიციების ჩატარების პარალელურად, პროექტის ძირითადი ამოცანებია საერთაშორისო გენბანკებიდან ქართული წარმოშობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაბრუნება, შეგროვილი მასალის აგრომორფოლოგიური დახასიათება; ასევე, იდენტიფიცირებული, მაღალი ხარისხის ნაციონალური კოლექციის სათესლე მასალაზე მეცნიერებისთვის და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში