მარეგულირებელი ორგანოების მონაწილეობით კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ; ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ; სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა და კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ.

„2020 წელს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების თანახმად, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის კომპეტენციის გამიჯვნის მიზნით, შეიქმნა ერთიანი საკანონმდებლო ბაზა. შესაბამისად, უწყებები კონკურენციის სამართლის ძირითად საკითხებზე ერთიანი პრინციპებით მოქმედებენ. კანონში ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო - ეკონომიკის სხვა მარეგულირებელ უწყებებთან ერთად საკითხების განხილვის და გადაწყვეტის კონტროლის ერთიანი პრინციპების მართვა, რაც ვფიქრობ, რომ განვლილ პერიოდში საკმაოდ ეფექტურად განხორციელდა. დროის ამ მცირე მონაკვეთში, ერთობლივ ფორმატში, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი საქმე განვიხილეთ და როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს ჩავუყარეთ საფუძველი. დღევანდელ შეხვედრაზე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მიმოვიხილავთ კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით სამართლებრივი აღსრულების საკითხებს. მადლობა მონაწილეობისთვის, აქტიური ჩართულობისთვის მარეგულირებელ უწყებებს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

რეგულირებად სექტორებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმებზე ისაუბრეს: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი შაკიაშვილმა; ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და საბჭოს წევრმა, მედეინა ავგუსტინავიჩიენე და ავსტრიის კონკურენციის ფედერალური უწყების საქმის მკვლევარმა, ნორა შინდლერმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ავსტრიის და ლიეტუვის მაგალითებზე დაყრდნობით, მონაწილეებმა იმსჯელეს - ენერგეტიკის, კომუნიკაციების, საფოსტო და საბანკო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და იმ შედეგებზე, რომელიც მარეგულირებელი უწყებებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს.

ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია