შალვა პაპუაშვილი - რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი? ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპარლამენტი და ევროკავშირი, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული?

რა გამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი ? ანუ ის, რასაც აკეთებს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ის, რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, იგივე მიდგომა რომ ჩვენც გვქონდეს, ეს არ არის ევროპული? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, შეუქმნის თუ არა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი.

„ერთადერთი სუბიექტი, ვისაც ამ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს, ეს არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნაც და კომპეტენციაც და მანდატიც არ აქვს. ეს მხოლოდ ჩვენ, ქართველ ხალხმა, შეგვიძლია განვსაჯოთ, რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც საფრთხეები ყველა მხრიდანაა, ფაქტობრივად, მათ შორის, სხვადასხვა სახის, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ვიცოდეთ თუ რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ერთადერთი, რაზეც დგას ეს ყალბი კამპანია, ერთადერთი ხაზი აქვთ, ეს არის ყვირილით საღი აზრის ჩახშობა. არ მოდის არც ერთი საღი არგუმენტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა