შალვა პაპუაშვილი - არის მცდელობა, კვლავ მოატყუონ ქართველი ხალხი, ამას აკეთებენ NGO-ები უცხოეთის დაფინანსებით - არის მცდელობა, გააჩუმონ პარლამენტი

არის მცდელობა, კვლავ მოატყუონ ქართველი ხალხი, ამას აკეთებენ NGO-ები უცხოეთის დაფინანსებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, არის მცდელობა, გააჩუმონ პარლამენტი და ქართველი ხალხი.

„დღეს იხარჯება უცხოური ფული ქართველი ხალხის მოტყუებაში. ყველას შევახსენებ, რომ 9 პუნქტიდან პირველი არის დეზინფორმაციაზე უარის თქმა. დღეს ევროპული ფული იხარჯება დეზინფორმაციაში იმით, რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია პარლამენტში განსახილველ პროექტს შორის. ამავე დროს, არის მცდელობა, გააჩუმონ პარლამენტი, ქართველი ხალხი და ჩვენ მივიღოთ არა ის კანონები, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება, არამედ ისეთი რეგულაციები იყოს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიწრო ჯგუფს სჭირდება. რაც შეხება შშმ პირებს, ყველას გატყუებენ დღეს ეს ორგანიზაციები, თითქოს რაღაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას თქვენ შესაძლო დაფინანსებაზე იმიტომ, რომ ეს არის ტყუილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ასეთი კანონი რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს.

„რატომ არის ეს საჭირო საფრანგეთში, ევროკავშირში,დიდი ბრიტანეთში? რატომ არის გამჭვირვალობა სხვა ქვეყნებში?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის