შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტზე - პროექტის არსი არის ის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე  და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენგან დაუკითხავათ

„არსი, აზრი ამ კანონპროექტის არის, რომ მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული, ჩვენგან დაუკითხავათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „გახარია - საქართველოსთვისა“ და დეპუტატ თეონა აქუბარდიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც ალტერნატიული კანონპროექტი დააინიცირეს, სახელმწიფოებრივი შეგრძნებისგან შორს არიან. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთიდანაც და ევროპიდან შემოსული თანხა საჯარო უნდა იყოს.

„ეს დაინიცირებულია როგორც ალტერნატიული კანონპროექტი, „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფულიც და სხვა, ყველა ფული. წარმოგიდგენიათ, რამდენად დაცლილნი არიან სახელმწიფოებრივი შეგრძნებებისგან, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ -„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რუსეთიდან შემოსული ფული, განსაკუთრებით თუ ეს პოლიტიკაში იხარჯება, იყოს გამჭვირვალე, ვიცოდეთ, საიდან შემოვიდა, ვისზე იხარჯება და რა საქმე ფინანსდება, მაგრამ არ გამაგონოთ ევროპიდან ან ამერიკიდან რა ფული შემოვა“. ფაქტობრივად იხვეწებიან, რომ „დაგვიმალეთ, არაფრით არ უთხრათ ჩვენს საზოგადოებას, რაში ხარჯავთ ფულს. გთხოვთ, ჩუმად დახარჯოთ თქვენივე ფული თქვენივე გემოვნებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ალტერნატიული კანონპროექტი - „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ დააინიცირეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია