თინა ბოკუჩავა - მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი რომ იყოს, თითქოს მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ფაქტებით დაინტერესდებოდა, რასაც ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები ავლენენ

მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი მაინც რომ იყოს იმაში, რომ მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ამ სამი ფაქტით კი არა, სამასი და ათჯერ მეტი ფაქტით დაინტერესდებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების კორუფციის შესახებ, რაზეც მათ შორის, ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და ავლენენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე და ივანიშვილის პარტია აწარმოებენ კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციის ნიშნებს ავლენენ.

მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი მაინც რომ იყოს იმაში, რომ მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ამ სამი ფაქტით კი არა, სამასი და ათჯერ მეტი ფაქტით დაინტერესდებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების კორუფციის შესახებ, რაზეც მათ შორის, ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და ავლენენ. ამიტომ ცდილობს მამუკა მდინარაძე და "ივანიშვილის პარტია" აწარმოოს კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა ბრალდებებს, არამედ ფაქტობრივ მტკიცებულებებს ავლენენ ჩინოვნიკების და ივანიშვილის პარტიის კორუფციის შესახებ",- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას სამი მაგალითი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, „გაუმჭვირვალობის მტკიცებულებაა და ესენია - „კანვასის“ ტრენინგი, „თბილისი პრაიდის“ სემინარი და „მთავარი არხის“ გრანტი“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება