თინა ბოკუჩავა - მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი რომ იყოს, თითქოს მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ფაქტებით დაინტერესდებოდა, რასაც ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები ავლენენ

მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი მაინც რომ იყოს იმაში, რომ მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ამ სამი ფაქტით კი არა, სამასი და ათჯერ მეტი ფაქტით დაინტერესდებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების კორუფციის შესახებ, რაზეც მათ შორის, ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და ავლენენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე და ივანიშვილის პარტია აწარმოებენ კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც კორუფციის ნიშნებს ავლენენ.

„მამუკა მდინარაძე ოდნავ გულწრფელი მაინც რომ იყოს იმაში, რომ მისთვის ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, ამ სამი ფაქტით კი არა, სამასი და ათჯერ მეტი ფაქტით დაინტერესდებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების კორუფციის შესახებ, რაზეც მათ შორის, ისევ და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ და ავლენენ. ამიტომ ცდილობს მამუკა მდინარაძე და "ივანიშვილის პარტია" აწარმოოს კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა ბრალდებებს, არამედ ფაქტობრივ მტკიცებულებებს ავლენენ ჩინოვნიკების და ივანიშვილის პარტიის კორუფციის შესახებ",- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას სამი მაგალითი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, „გაუმჭვირვალობის მტკიცებულებაა და ესენია - „კანვასის“ ტრენინგი, „თბილისი პრაიდის“ სემინარი და „მთავარი არხის“ გრანტი“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს