მამუკა მდინარაძე - პარლამენტში გუშინ ერთმა დეპუტატმა ბევრად უარესი რამ თქვა, ვიდრე ოდიშარიამ, უბრალოდ ჟურნალისტებმა ამის გადაღება ვერ შეძლეს

რაც თქვა ბექა ოდიშარიამ, იყო უხამსობა. მას რომ ჰქონოდა იგივე განცხადება გაკეთებული საჯაროდ, მიმართებით, მიკროფონში, მართლა გაცილებით მკაცრი იქნებოდა ჩვენი რეაქცია, გულწრფელად გიდასტურებთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარლამენტში გუშინ მიმდინარე განხილვების დროს ერთმა დეპუტატმა ბევრად უარესი რამ თქვა, ვიდრე ოდიშარიამ, უბრალოდ ჟურნალისტებმა ამის გადაღება ვერ შეძლეს.

„გუშინ ერთმა ადამიანმა გაცილებით უარესი რამ თქვა, ვიდრე ბექა ოდიშარიამ. უბრალოდ, თქვენ ვერ ჩაიწერეთ ეს. ვერ დავასახელებ ეს ჩვენი თანაგუნდელი იყო თუ არა. გაცილებით ცუდი რაღაც თქვა, უბრალოდ, თქვენ პაპარაცულად ვერ ჩაიწერეთ. მე მასაც მოვუწოდე, რომ ასეთი უხამსობა აღარ გაემეორებინა, ვინც იყო. რაც თქვა ოდიშარიამ იყო უხამსობა, მართლა უხამსობა იყო ის, რაც გავიგეთ ჩვენ, ოღონდ ვამბობთ, რომ ეს იყო უხამსობა, რომელიც თქვენ ჩაიწერეთ პაპარაცულად ანუ მას რომ ჰქონოდა იგივე განცხადება გაკეთებული საჯაროდ, მიმართებით, მიკროფონში, მართლა გაცილებით მკაცრი იქნებოდა ჩვენი რეაქცია, გულწრფელად გიდასტურებთ, მაგრამ ეს იყო ჩვენს ორ კოლეგას შორის ლაპარაკი - მართლა ძალიან ცუდი იყო, მაინც, მიუხედავად ამისა. იგივე განმეორდა გუშინ, უბრალოდ, თქვენ ვერ ჩაიწერეთ. ასე პაპარაცულად ვისაც ჩაუწერენ, იმასთან დაკავშირებით გვაქვს მკაცრი რეაქციები და ვისაც არ ჩაუწერენ, მაგრამ ვიცით, რომ ასე იქცევა და ლაპარაკობს, იმაზე არ გვექნება რეაქცია, უბრალოდ ესენი გავმიჯნოთ ერთმანეთისგან“, - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია