ლევან ხაბეიშვილი - ვის რა სიკეთე მოგეცემათ „რუსული კანონით“? - პროდუქტები გაიაფდება, კომუნალურები დაიკლებს, ხელფასები მოგემატებათ, სამუშო ადგილები შეიქმნება თუ ემიგრანტები დაბრუნდებიან?!

ვის რა სიკეთე მოგეცემათ „რუსული კანონით“? პროდუქტები გაიაფდება, კომუნალურები დაიკლებს, ხელფასები მოგემატებათ, სამუშო ადგილები შეიქმნება თუ ემიგრანტები დაბრუნდებიან? ქართველი ხალხის დაწყებული ბრძოლა 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ გამარჯვებით! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საჭიროა „მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ე.წ. „პატაკი“ - მის ენაზე, ჩააბაროს რუსეთს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი“.

„ამ პროფესიების უკან არიან ოჯახები, შვილები, შვილიშვილები და არის ის მომავალი თაობა, რომელსაც უნდა ჰქონდეთ უზრუნველი ცხოვრება. ამ ადამიანებს 24 საათი უწევთ შრომა იმისთვის, რომ ოჯახები გამოკვებონ. ამ პროფესიის ადამიანების ანაზღაურება არის მიზერული. მძიმე პირობებში მუშაობენ, თუმცა შემოსავალი არ აქვთ იმდენი, რომ გამოკვებონ საკუთარი ოჯახები, გადაიხადონ გადასახადები. ყველას ეს ადამიანი, რომელიც სამსახურიდან ბრუნდება სახლში, უნდა გადაიხადოს გაძვირებული კომუნალური გადასახადი. მეეზოვე, რომელიც დაბრუნდება სახლში, მას მოუწევს გაძვირებული პროდუქტის ყიდვა. „გლოვოს“ თანამშრომელი, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მუშაობს, შრომობს და გამოიმუშავებს, ამ ადამიანს დახვდება გაძვირებული სერვისები ყველგან. ამიტომ, ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს, ახალ რუსული პარტია ივანიშვილის ხელით ცდილობს, რომ იქნებ ამაზე არ ვისაუბროთ, იქნებ პედაგოგის პრობლემაზე არ ვისაუბროთ. ბაღებში კიდე უფრო კატასტროფული სიტუაციაა, სადაც 300-500 ლარზე უწევთ მუშობა. ეს კანონი რომ შემოიტანეს, მარტივი კითხვა დაუსვით თქვენ საკუთარ თავს - ვის რა სიკეთე მოგეცემათ ამ კანონით? პროდუქტები გაიაფდება, კომუნალურები დაიკლებს, ხელფასები მოგემატებათ, სამუშო ადგილები შეიქმნება თუ ემიგრანტები დაბრუნდებიან? ეს კანონი რისთვის არის საჭირო? მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა ე.წ. „პატაკი“ - მის ენაზე, ჩააბაროს რუსეთს, რომ ჩვენ არ გვინდა ევროკავშირი. ეს არის ნათელი გამოხატულება პირდაპირი სიგნალი, რომ ისინი უარს ამბობენ ევროკავშირზე, მათ არ უნდათ ევროპული შემოსავალი, ევროპული ეკონომიკური დოვლათი, ევროპული ცხოვრება. ამ პროფესიის ადამიანები, ვისზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ - მეხანძრე მაშველიდან დაწყებული, მაღაზიის კონსულტანტით გაგრძელებული, ევროპაში მუშაობენ 1000-2000-3000 ევროზე და არა ისე, როგორც საქართველოში უწევთ გადარჩენისათვის შრომა. ექთნები, რომლებსაც 400-600 ლარი აქვთ ხელფასი. ამ ადამიანებს კითხეთ აბა მათთვის როგორია ცხოვრება? კითხეთ კონსულტანტს, ახალგაზრდებს, რომლებიც 500-600 ლარზე მუშაობენ და კი არ ცხოვრობენ, არამედ არსებობენ. ამისთვის, მნიშვნელოვანია შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა ცვლილებების და მათ შორის ამ რუსულ კანონთან დაკავშირებით. ყველას - სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს ერთი მთავარი ამოცანა უნდა გვქონდეს - არ დავკარგოთ ის, რაც მოგვცა ევროკავშირმა, ვგულისხმობ კანდიდატის სტატუსს. და არა თუ დავკარგოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რადგან კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის დაწყებული ბრძოლა 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ გამარჯვებით და თითოეულ თქვენგანის ოჯახში, თითოეულმა თქვენგანმა იგრძნოს ის ყველაფერი, რასაც დღეს მხოლოდ ხელისუფლება და მისი ოჯახის წევრები გრძნობენ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია