მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - მეგობრებო, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიციირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, ეს არ გავბედოთ - უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება!

დღეს და გუშინ, მოძლიერდა გარედან ზეწოლა, სამწუხაროდ, ჩვენი მეგობრების მხრიდან, დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს. განსხვავება არის ერთი - შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი "რუსულ კანონს" აღარ უწოდებენ, თუ სუბიექტური ფიზიკური პირები არ არიან - ეს არის უკვე შედეგი და ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, უსამართლობაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად იღებდნენ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და პარალელურად, საქართველოს მოუწოდებდნენ, რომ მსგავსი კანონის მიღება არ გაბედონ.

„კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის - ეს კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაიძულებენ და აქვთ მცდელობა გვაიძულონ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიციირა. თავად ევროკავშირის ქვეყნებშია ინიციირებული, მოქმედებს, განიხილება და ა.შ. და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე როგორც თავის დროზე კანდიდატის სტატუსის არმოცემა. ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიციირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, ასე არ იქნება - საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში