გუბერნატორი - როსტოვში, დრონის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა

როსტოვის ოლქში დრონის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით იუწყება.

„მოროზოვსკის რაიონში, აეროდრომიდან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთ ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, რვა ადამიანი დაშავდა“, - აცხადებს გუბერნატორი.

მანამდე, Reuters-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ როსტოვის ოლქში, რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია, რის შედეგადაც განადგურდა ექვსი და დაზიანდა კიდევ 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის