ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია „ენმ“ სახელი შეიცვალა - მისი სახელწოდებაა „ახალი“

ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია „ენმ“ სახელი შეიცვალა და მისი სახელწოდებაა „ახალი“. ფრაქციის წევრების განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა მხარს ღიად უჭერენ ნიკა მელიას გუნდს და შესაბამისად, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მის პარტიას ოფიციალურად უერთდებიან. ფრაქცია "ახალში" საკრებულოს 14 წევრი ირიცხება.

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაგეგმილი იყო ფრაქცია "ახლის" ცნობად მიღება, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.

"გუშინწინ ფრაქციის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უმრავლესობამ, წესდების მიხედვით, 2/3-მა და ფრაქცია "ენმ" შეიცვალა სახელით "ახალი". ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას იმათთან, ვინც დარჩნენ "ენმ"-ში, რომ ინტერფრაქციულად მიგვეღო საერთო სახელი, მაგრამ მათ ამაზე თანხმობა არ განაცხადეს და ჩვენ, 14-მა ადამიანმა მივიღეთ გადაწყვეტილება პარტია "ახალში" გაწევრიანების შესახებ. სამართლებრივად, ზუგდიდის საკრებულოში უკვე გუშინ შეუდგა ამ სახელწოდებით საქმიანობას და უკვე ფუნქციონირებს ფრაქცია "ახალი". დღეს უბრალოდ საკრებულო ცნობად იღებდა ამ ინფორმაციას", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდიამ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობაში" დარჩენილ 7 წევრს, როგორც ცნობილია, ისინი ლევან ხაბეიშვილის ფრთას წარმოადგენენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულოში " ნაციონალური მოძრაობა", საკრებულოს 14-მა წევრმა 2023 წლის 5 დეკემბერს დატოვა და მხარდაჭერა ნიკა მელიას გუნდს გამოუცხადა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!