გია ვოლსკი შშმ პირების განცხადებაზე - უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, განცხადებას თუ არ გააკეთებენ - გამოდის რომ სხვა გეგმა გაქვს, ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისთვის, რომელიც გაგაჩნია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ უზნეობაა, თუ ვინმე აშინებს შშმ პირებს იმით, რომ თუ განცხადებას არ გააკეთებენ, დახმარება შეუწყდებათ.

გია ვოლსკი გამოეხმაურა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განცხადებას.

„თუკი ვინმე აშინებს იმით, რომ შშმ პირებს შეუწყდებათ დახმარება იმის გამო, თუკი არ გააკეთებენ განცხადებას, ეს უზნეობაა. ვინც ეხმარება, თანადგომას უცხადებს და ფინანსურად თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით ეხმარება შშმ პირებს, იმას ორდენი ეკუთვნის, მაგრამ რატომ არ უნდა გააკეთონ ამის შესახებ დეკლარირება? როდესაც ცდილობ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, გამოდის რომ სხვა გეგმა გაქვს, ან შშმ პირებს იყენებ იმ პოლიტიკური უზნეო მიზნებისთვის, რომელიც გაგაჩნია“, - აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნაწილი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ამ საკითხზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მათი აზრით, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს ვეღარ მიიღებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის