„ჯივიპი“ გლდანის რაიონში, ფიროსმანისა და სააკაძის ქუჩებზე წყალსადენის ქსელს აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ფიროსმანისა და სააკაძის ქუჩებზე წყალსადენის ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით იცვლება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, ახალ ქსელზე დამონტაჟდება 10 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 10 სახანძრო ჰიდრანტი.

„სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დაიწყო და ივნისში დასრულდება, რაშიც კომპანია ჯამში 600 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

პროექტის შედეგად, გლდანის რაიონში, ფიროსმანის, სააკაძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს