ლევან ხაბეიშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაიას დანიშვნაზე - პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ თანამდებობაზე - რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს, 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ გამოუვლენიათ

კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, ეს ნიშნავს ერთ რამეს - მათ არ აღელვებთ სახელმწიფოს, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არც ერთი! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“, ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „რას ზვერავს ივანიშვილის პარტია, არავის უნახავს“.

„ჯერ რას ზვერავს ივანიშვილის პარტია არავის უნახავს. 12 წლის განმავლობაში არც ერთი რუსი ჯაშუში არ ჰყავთ გამოვლენილი და დაკავებული, ხაზს ვუსვამ არც ერთი!

შესაბამისად ახლა, რომ კონკრეტულ პარტიულ აქტივისტს ნიშნავენ ამ თანამდებობაზე ნიშნავს ერთ რამეს - მათ არ აღელვებთ სახელმწიფო ინტერესები, არც ხალხის ინტერესები და ამოძრავებთ მხოლოდ საკუთარი, პირადი ინტერესები, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული მათი გარემოცვა იქნება ბედნიერი, ექნება მაღალი ანაზღაურება, ექნება უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ცხადია, სახელმწიფოსთვის არც არაფერი სიკეთე იქნება და არც ხალხისთვის იქნება ეს რაიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო.

მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ დაზვერვაზე, კიდევ ხაზს გავუსვამ, 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის პირობებში არც ერთი სახელმწიფოს მტრის ჯაშუშის, რუსეთის ჯაშუში არ არის გამოვლენილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის