გია ვოლსკი - იმასთან შედარებით, რაც მე პოლიტიკური ლიდერებისგან მომისმენია, ბექა ოდიშარიას მიერ თავის კერძო სივრცეში ნათქვამი არის ბავშვური ჩლიფინი

იმასთან შედარებით, რაც მე დღევანდელი პოლიტიკური ლიდერებისგან მომისმენია, ბექა ოდიშარიას მიერ თავის კერძო სივრცეში ნათქვამი არის ბავშვური ჩლიფინი - ადამიანები პარლამენტში მიკროფონთან, ღია ეთერში ისე ილანძღებიან, მათ შორის, უწმაწური სიტყვებით, რომელსაც ვერც გაიმეორებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასტურად პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია დაასახელა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ გულწრფელი ბოდიში მოიხადა.

"ძალიან განვიცადე ის განცდა, რომელიც ბექა ოდიშარიას ჰქონდა. თვითონ გულწრფელი სინანული გამოხატა ამასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის მისაღები იყო. ეს სიტყვა, თვითონ გამონათქვამი არ ახასიათებს მას. საჯარო სივრცე კი არის, მაგრამ არ ყოფილა ეს გაკეთებული მიკროფონთან, მით უმეტეს, არ ეხებოდა არც კვოტირებას და არც იმ ადამიანებს, ვინც ამ დარბაზში იმყოფებოდა. თქვა, რომ არ ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით სინანულის გამოხატვა გარკვეულწილად უნდა იყოს სიგნალი ადამიანებისთვის, რომლებიც ამაში არ ეძებენ გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. თავს დაესხნენ რომ, რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ბოდიში მოიხადა. იყო ბოდიში მოსახდელი. საოცრება რა არის იცით? ადამიანები მიკროფონთან, ღია ეთერში, პარლამენტში მიკროფონთან ისე ილანძღებიან, მათ შორის, უწმაწური სიტყვებით, რომელსაც ვერც გაიმეორებ. ბექას მიერ ნათქვამი თავის კერძო სივრცეში, სადაც წყლის დასალევად იყო გასული, იმასთან შედარებით არის ბავშვური ჩლიფინი, რაც მე მომისმენია იმ ადამიანებისაგან ვინც დღეს პოლიტიკური ლიდერები არიან, მათ შორის, გვარამიამ ისეთი თქვა, რომ გინების, უწმაწურობის ასეთი ფორმა არც გამიგია," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი