„გაყიდვები პრაქტიკაში“ - „საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას, მათთვის საჭირო რესურსების შექმნასა და მიწოდებას აგრძელებს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად ავითარებს და მხარს უჭერს ბიზნეს საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმა ბიზნესკურსია.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბიზნეს კურსი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საინტერესო თემებზეა ხელმისაწვდომია კურსები. პლატფორმაზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა და აქ 44 კურსია თავმოყრილი. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.

ინფორმაციის თანახმად, ახლახან ბიზნესკურსს ახალი კურსი - გაყიდვები პრაქტიკაში დაემატა. მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება და დაინტერესებულ პირებს მოლაპარაკების უნარების გასაუმჯობესებლად და პრაქტიკაში დასანერგად სასარგებლო რჩევებს უზიარებს.

კურსი საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან უბრალოდ გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.

ინფორმაციის თანახმად, ბიზნესკურსი 7 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს, სადაც განხილულია გაყიდვებთან დაკავშირებული სტერეოტიპები და უნარები, კრიზისებთან გამკლავების ხერხები, ურთიერთობების შენება-მართვა და სხვა საკითხები.

„საქართველოს ბანკი ორიენტირებულია ბიზნესების მხარდაჭერაზე, განათლების ხელშეწყობაზე და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვიკვლევთ, რა სჭირდებათ მცირე და საშუალო ბიზნესებს იმისათვის, რომ გაძლიერდნენ და პროცესების ოპტიმიზაცია შეძლონ. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ვამატებთ ახალ კურსებს ბიზნესკურსის პლატფორმაზე. მოხარული ვართ, რომ, დარგის ექსპერტებთან ერთად, კურსებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და თეორიული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.

მათივე განმარტებით, კურსზე „გაყიდვები პრაქტიკაში“ რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს, სხვა კურსების სანახავად კი გადადით ბიზნესკურსის ვებგვერდზე.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია