ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის „დაძმობილების“ პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" (Twinning) პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმოიხილეს რეგულირებად სექტორებში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და სამართლებრივი აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები. ასევე, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მიღებული შედეგების და გამოწვევების იდენტიფიცირება.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიაღწია.

"ამ კუთხით ძალიან ბევრი რეგულაცია შემუშავდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი მუდმივად იხვეწება. გასულ წელს 8000-მდე საჩივარი შემოვიდა ეროვნულ ბანკში, 22 000-მდე საბანკო სისტემაში და ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავთ, არამედ თვალს ვადევნებთ როგორი რეაგირება ხდება ამ საჩივრებზე. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი მუდმივად მზარდია, რაც ხაზს უსვამს ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დადებითად აისახება მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე და მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის კონკურენციის განყოფილება, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება რამდენად კარგად არის დაცული კონკურენციის თამაშის წესები საბანკო სექტორში. ხორციელდება მთელი რიგი მოკვლევები და ზედამხედველობა.

"ეკონომიკის სწრაფი განვითარების შესაბამისად, საბანკო სექტორიც სწრაფად ვითარდება, მასში მონაწილე მხარეების უფლებები კი სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად უნდა იყოს დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობაა და გადაწყვეტილების მიღების დროს ამასაც ვიღებთ მხედველობაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში, საკანონმდებლო სიახლეებისა და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვის პროცესში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის კონსულტაციებს და ინტენსიურ თანამშრომლობას თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს