თინა ბოკუჩავა - ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს - ეს არის იდენტური კანონი, უბრალოდ შეცვლილი სათაურით

ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს - ეს არის იდენტური კანონი, უბრალოდ შეცვლილი სათაურით, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკულ და ევროპულ ორგანიზაციებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილის პარტიის პირობებში "ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხის წინაშე დგას".

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, ჩავარდნილი კანონის რეინიცირებით, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს მისი მთავარი ჩავარდნის - ეკონომიკური ჩავარდნის შესახებ.

„ეს კანონი იყო რუსული შარშან და ეს კანონი არის რუსული წელს. ერთადერთი ცვლილება არის სათაურში. არანაირი ცვლილება არ შესულა არც მის შინაარსში და არც მიზანში. ისე როგორც შარშან, ახლაც ის არის "რუსული კანონი" და ამაში ეჭვი არ ეპარება არც საქართველოს მოქალაქეს და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ "რუსული კანონის" რეინიცირება და მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს