მიხეილ დაუშვილი - ოპოზიციისგან უფრო გონივრული მოქმედებებია საჭირო, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ვაპროტესტებთ - „ოცნებამ“ შეიძლება ბევრი ისეთი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მოახდინოს ოპოზიციის დისკრედიტაცია

„ქართული ოცნება“ მოტრიალდა და გვითხრა, რომ მე ვარ ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული მატყუარა, ჩამოყალიბებული "გადამგდები", - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ დაუშვილის განმარტებით, ოპოზიცია და საზოგადოება შარშანდელთან შედარებით წელს უფრო ფრთხილად უნდა იყოს, რადგან „ოცნებამ“ პროტესტში შეიძლება ბევრი ისეთი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მოახდინოს ისევ ოპოზიციის დისკრედიტაცია.

„ოცნებამ" უკვე მერამდენედ გვითხრა, რომ "გადამგდები" მატყუარაა, თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევაა იმიტომ, რომ ერთი წლის წინ ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს უთხრა, რომ მე ეს კანონი უკან წავიღე და აღარ დავაბრუნებ. ახლა მოტრიალდა და გვითხრა, რომ მე ვარ ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული მატყუარა, ჩამოყალიბებული "გადამგდები". გუშინ "გადაგაგდე", დღეს "გადაგაგდე" და თუ დამჭირდა ხვალაც "გადაგაგდებ". ჩემი შეფასება არის ის, რომ ოქტომბერში ეს უნდა დავამთავროთ.

შარშან „ოცნებამ“ რაც გააკეთა, მაშინ პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ პროცესები თავის ჭკუაზე და თავისი ინსტრუმენტებით ემართათ, გაექცათ, ვერ დაიჭირეს და ამიტომ იძულებული გახდნენ, რომ ეთქვათ ის, რაც თქვეს. უნდა გვესმოდეს, დღეს რომ ეს ყველაფერი შემოატრიალეს, მათი მომზადება შეიძლება განსხვავებული იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან გაცილებით უფრო გონივრული მოქმედებებია საჭირო, ვიდრე უბრალოდ ის, რომ ვთქვათ, რომ ვაპროტესტებთ. „ოცნებამ“ პროტესტშიც შეიძლება ბევრი ისეთ ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მოახდინოს ისევ ოპოზიციის დისკრედიტაცია“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ამასთან, როგორ გადაცემა „რეზიუმეში“ მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არეულობის ინსცენირება თავად მოახდინოს და შემდეგ ეს არჩევნებზე გამოიყენოს.

„შარშანდელი შემთხვევა სხვა იყო. წელს გაცილებით მეტი გონიერება გვმართებს იმიტომ, რომ ბევრი ისეთი საშუალება და ინსტრუმენტი არსებობს, რომლითაც შეიძლება არეულობის ინსცენირება თვითონვე გააკეთონ და საბოლოო ჯამში ეს არჩევნებისთვის გამოიყენონ. ამიტომ ოპოზიციის მხრიდან გაცილებით უფრო გონივრული და ფრთხილი მოქმედებებია საჭირო, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ. უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესის შედეგი უნდა დაისახოს არჩევნებზე“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა