თეონა აქუბარდია - ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიის დაწერა რამდენიმე დღეში შეუძლებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანი არ არის

ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიის დაწერა რამდენიმე დღეში შეუძლებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მმართველი პარტია დასავლეთის „დემონიზებას“ გააგრძელებს, ქვეყანა ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხის წინაშეც შეიძლება დადგეს.

მისივე თქმით, ორშაბათსვე, როდესაც პარლამენტში ბიუროს სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ, ოპოზიცია წარადგენს ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული გავლენების მავნებლობაზე იქნება ფოკუსირებული.

„როდესაც დასავლეთს მტრად ვაცხადებთ და „ქართული ოცნება“ რუსეთსა და დასავლეთს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს ერთი მიზეზია, რასაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლება მოჰყვეს. მეორე ასეთი მოცემულობა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების გაუარესებაა. თუ დასავლეთის დემონიზება ამ ფორმით გაგრძელდება, ქვეყანა ამ საფრთხის წინაშეც შეიძლება დადგეს.

„ქართულ ოცნებას“ რომ მარტო განცხადებით ვერ დაუპირისპირდები ხომ გასაგებია? მაგრამ პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია. ქართულ მედიას ძალიან უცნაური დამოკიდებულება აქვს. მაშინვე, როდესაც რაღაც პრობლემა ჩნდება, გეკითხებიან, რაიმე სტრატეგია ხომ არ გაქვს. მაშინ, როდესაც ომის მოგება გინდა, სტრატეგია 1 და 3 დღეში არ იწერება. ეს მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთიანი არ არის.

შარშან აქციები სტრატეგიის ნაწილი არ იყო, ეს სპონტანური მუხტი იყო და „ოცნების“ მიერ კანონის გაწვევაც სპონტანური იყო. მე არ მყავს ჯარი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მოვუხმობ, რომ გამოვიდნენ. ერთი დეპუტატი ვარ, რომელსაც იმაზე მეტი რესურსი არ მაქვს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ვიცი რას ვაკეთებ ჩემს კოლეგებთან ერთად პარლამენტში. ახლა, ორშაბათს, ბიუროზე რომ რუსული კანონი დარეგისტრირდება, იქვე იქნება ჩვენი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც რუსულ მავნე გავლენებზეა აქცენტირებული“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია