ირაკლი ბურჭულაძე - მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო თასები გაგრძელდება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირება მუდმივად იქნება

მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო თასები გაგრძელდება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირება მუდმივად იქნება,- ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე.

„საქართველო მეხუთე საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველომ უკვე დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რუკაზე, ისეთ წარმატებულ ქვეყნებთან ერთად, როგორიც არის შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. ეს დიდი წარმატებაა საერთაშორისო არენაზე. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კუთხით უდიდესი პოტენციალი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო თასები გაგრძელდება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციონირება მუდმივად იქნება“, -აღნიშნა ბურჭულაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა