გიორგი ვაშაძე - მინდა, ვკითხო ივანიშვილის პარტიას  - მილიარდებს რომ ხარჯავთ სამედიცინო სექტორში, რატომ არ უმჯობესდება ექიმების, ექთნების, სანიტრების მდგომარეობა, რომლებიც ხშირად 200-300 ლარზე მუშაობენ

თუ ექიმი არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს, ადამიანებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები იმიტომ, რომ მუდმივი ხარვეზით მუშაობს სისტემა, - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, ჯანდაცვის სფეროში მილიარდობით თანხა იხარჯება, თუმცა ეს მედპერსონალზე არ ისახება, რადგან ამ მიმართულებით ქვეყანაში მონოპოლიაა.

„უმძიმეს ვითარებაშია სამედიცინო პერსონალი, ექიმები, ექთნები, სანიტრები. ხელფასები არის ძალიან დაბალი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასებია ამ მიმართულებით საქართველოში. მილიარდები იხარჯება და ექიმებამდე ეს არ მიდის. თუ ექიმი არ არის დაფასებული და უზრუნველყოფილი, პაციენტებს, ადამიანებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები იმიტომ, რომ მუდმივი ხარვეზით მუშაობს სისტემა. მინდა კითხვა დავუსვა ისევ და ისევ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, მილიარდებს რომ ხარჯავთ სამედიცინო სექტორში, რატომ არ უმჯობესდება ექიმების, ექთნების, სანიტრების მდგომარეობა, რომლებიც ხშირად 200-300 ლარზე არიან.

უმძიმესი ვითარებაა, რატომ არაფერი მათ და ყველაფერი თქვენ? იმიტომ, რომ ამ სექტორშიც არის მონოპოლია, ჯიბე ივსება მონოპოლიის წარმომადგენლების და ექიმი, ექთანი, სანიტარი ისევ და ისევ არის ყურადღების გარეშე და კაპიკებზე უწევთ მუშაობა უბრალოდ იმიტომ, რომ მათ უნდათ, რომ ადამიანები იყვნენ ჯანმრთელი და მოუარონ ჩვენს თანამემამულეებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ