შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა - ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისივე განცხადებით, ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება