იენს სტოლტენბერგი - უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ომში რომელ კომპრომისებზე წავა

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს ომში რომელ კომპრომისებზე არის მზად წავიდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც 7 აპრილს გამოქვეყნდება.

ინტერვიუს ანონსის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ რუსი სამხედროები განდევნოს და რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აიძულოს ოკუპაციის თავის მიზნებზე უარი თქვას, მან ასევე ივარაუდა, რომ კიევს, შესაძლოა, ასევე დათმობებზე მოუწიოს წასვლა.

„ბოლოს და ბოლოს, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ კომპრომისებზეა ის მზად წავიდეს, შესაძლებლობა უნდა მივცეთ ისეთ მდგომარეობაში იყოს, როდესაც ის რეალურად მიაღწევს სასურველ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივნის თქმით, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე ახლა წავიდეს, ხოლო „ნამდვილი მშვიდობა” მაშინ იქნება მიღწეული, როდესაც „უკრაინა გაიმარჯვებს“.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს რუსეთისგან, ჩინეთისგან, ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან შემდგარი “ავტორიტარული ალიანსი,” რომლის წევრების ერთმანეთს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ და რომელიც „სულ უფრო მჭიდრო ხდება“.

“თავდაცვითი მრეწველობისთვის საკვანძო დეტალების მიწოდებით ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, რისთვისაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს გირაოთი,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.ა

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია