პარლამენტის ბიუროს დღეს „რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტიც წარედგინება

პარლამენტის ბიუროს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ალტერნატიულ პროექტად "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი წარედგინება.

ორივე პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდება და განსახილველად კომიტეტს გადაეცემა. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს.

ალტერნატიული კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა აკრძალულია და ისჯება "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული წესით - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ამავე პროექტით, იგივე ქმედება, რამაც საქართველოს ინტერესისთვის მძიმე შედეგი გამოიწვია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

"ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" ალტერნატიული პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები, კერძოდ, "გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს